მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსოფლიო ვირუსის ახალ შტამებს არსებული ვაქცინებით ებრძვის “ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1616569703
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალ შტამებთან საბრძოლველად მსოფლიოში უკვე არსებული ვაქცინები, მათ შორის „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ გამოიყენება. 

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, რადგან ალტერნატიული ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე ჯერ არ არის შეთავაზებული.

„ეს ქმნის საქართველოში გარკვეულ რისკებს, რომ განვითარდეს მესამე ტალღა და ევროპის მსგავსად, ჩვენც შეიძლება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია წარმატებულად წარიმართოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აიცრას იმისათვის, რომ ვაქცინაცია წარმატებულად ჩაითვალოს, ამისთვის განსაზღვრულია ვადებიც.

„ეს ვადა ექსპერტების მხრიდან არის დათვლილი და წარმოადგენს 8-დან 9 თვემდე პერიოდს“,- განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო.

დღეს კი ქვეყანა „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს.