მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 3 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა

კორონავირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 3 მლნ-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2020 წ.
1591165839
COVID-19

მსოფლიოში კოვიდინფიცირებისგან განკურნებულთა რაოდენობა იზრდება.

Worldometers-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებისგან განკურნებულთა რაოდენობა 3 067 697-მდე გაიზარდა. ამავე მონაცემების მიხედვით, ასევე მსოფლიო მასშტაბით პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით გარდაცვლილია 382 484 ადამიანი. რაც შეეხება კოვიდვირუსისგან ინფიცირებულების რაოდენობას, მათი რიცხვი 3 ივნისის მონაცემების მიხედვით 6 452 761 -ს აღწევს.

ცნობისთვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.