მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 7 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა

კორონავირუსის ფოტო
1594269444
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებისგან განკურნებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

worldometers-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 ივლისის მდგომარეობით მსოფლიოში კოვიდ-19-სგან განკურნებულთა რაოდენობამ 7 მლნ-ს გადააჭარბა. ამავე მონაცემების თანახმად, მზარდია, ინფიცირებულთა მაჩვენებელი. ამ დროისთვის გლობალურად კოვიდინფიცირებულია 12 მლნ-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ვირუსისგან გარდაცვლილებს, კოვიდინფექციისგან საერთო ჯამში 552 112 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.