მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 1 მლნ-ს აჭარბებს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 1 000 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
1601238946
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები worldometers-მა განაახლა.

ამავე მონაცემების თანახმად, ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა და ინფიცირებულთა რაოდენობა.

28 სექტემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულ პირთა რიცხვი 33 მილიონს აჭარბებს, ხოლო ვირუსის დამარცხება 24 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

კოვიდინფიცირებუის ზრდის დინამიკის მიხედვით კვლავ ლიდერობს აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და კოლუმბია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პფროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსმა უკვე მოიცვა 200-ზე მეტი ქვეყანა.