მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით 700 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

კორონავირუსის მატება
1585549748
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ით 723 279 ადამიანია ინფიცირებული, 33 993 გარდაცვლილი, 151 800 კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა და ქვეყნებს მოუწოდა, რომ ვირუსზე რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ტესტირება მოახდინონ. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უხანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა.