მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 43 მლნ-ს აღემატება

კორონავირუსი, 2020
1603647448
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა 43 მლნ-ს გადააჭარბა. მონაცემები worldometers-მა განაახლა.

ამავე მონაცემების თანახმად, მზარდია კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობაც. 25 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 1 156 260 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 31 742 280-მდე გაიზარდა.

კვლავ მზარდი დინამიკაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვირუსის გავრცელებლის მაჩვენებლის მიხედვით აშშ მსოფლიო მასშტაბით მოწინავე პოზიციაზეა. გლობალურად პირველ ხუთეულში კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხის შტატების შემდეგ ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთის ფედერაცია და ესპანეთი ლიდერობენ.

ინფორმაციისთვის, კოვიდვირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 ესპანეთში კომენდატის საათი კვლავ ამოქმედდა

👉 თბილისში კორონავირუსის ახალი 788 შემთხვევა დადასტურდა - 25 ოქტომბრის მონაცემები

👉 ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1928 შემთხვევა დადასტურდა

👉 კორონავირუსის სტატისტიკა - მუდმივად განახლებადი ინფორმაციები