მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 290 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
1596177524
COVID-19

კოვიდინფიცირების 290 ათასი ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - ასეთია კორონავირუსის პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა.

ინფორმაციას აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის ინტიტუტი ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 17 მლნ-ს გადააჭარბა, ხოლო ინფექციისგან სულ გარდაცვლილია 676 ათასზე მეტი პაციენტი. 31 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 10 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო კოვიდვირუსის დამარცხება.

ცნობისთვის, ვირუსმა, რომლის აფეთქებაც ჩინეთში 2019 წლის წლის დეკემბერში დაიწყო უკვე მოიცვა 200-ზე მეტი ქვეყანა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 11 მარტს WHO-მ კოვიდვირუსი პანდემიად გამოაცხადა.