მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5,556,635 გამოჯანმრთელდა, 504,466 კი, დაიღუპა.
ყველაზე მეტი შემთხვევა - 2,637,077 აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ბრაზილია 1,345,254 დადასტურებული შემთხვევით, რუსეთში კორონავირუსის 634,437 შემთხვევაა დადასტურებული, ინდოეთში 549,197 შემთხვევა.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში 924 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 785 გამოჯანმრთელდა, 15 გარდაიცვალა.
გერმანიაში 35 ახლად ინფიცირებულ პაციენტში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სხვა კომპანია განახორციელებს.
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს.
დმანისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლნენ. მძღოლმა (ბიჭმა) საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას 2021 წელსაც ტრადიციული თხოვნით მიმართავს. ისინი ქალაქის მაცხოვრებლებს ცხოველებისათვის ჩიჩილაკებისა და ნამდვილი ნაძვის მიტანას სთხოვენ.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს აინტერესებთ.
გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გამოქვეყნებული, ვამბობ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ რას უნდა შეიცავდეს, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
„შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.