მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსით მსოფლიოში 18 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
1596353241
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 18 მილიონს გადააჭარბა და 18,026,72-ს მიაღწია. მათ შორის 11,334,985 გამოჯანმრთელებულია, 688,982 გარდაცვლილი.

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით პირველ ადგილს აშშ იკავებს. აშშ-ში კოვიდინფიცირების 4,764,522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2,363,001 გამოჯანმრთელებულია, 157,901 გარდაცვლილი.

მეორე ადგილზეა ბრაზილია 2,708,876 დადასტურებული შემთხვევით. მძიმე ეპიდვითარებაა ინდოეთში, სადაც კორონავირუსის 1,754,117 შემთხვევაა გამოვლენილი.

მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთი 845,443 დადასტურებული შემთხვევით.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 3 თვით გაახანგრძლივა. ჯანმომ შესაბამისი გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტოს მიიღო.