მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 19 მლნ-ს გადააჭარბა
1596734061
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 19 მილიონს გადააჭარბა და 19,103,290-ს მიაღწია, მათ შორის 12,255,436 გამოჯანმრთელებულია, 713,694 გარდაცვლილი.

worldometers.info-ს სტატისტიკური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით პირველ ადგილს აშშ იკავებს. აშშ-ში კოვიდინფიცირების 4,991,802 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 2,542,849 გამოჯანმრთელებულია, 161,936 გარდაცვლილი.

მეორე ადგილზეა ბრაზილია 2,873,304 დადასტურებული შემთხვევით, მათ შორის 2,020,637 გამოჯანმრთელებულია, 97,692 გარდაცვლილი.

მძიმე ეპიდვითარებაა ინდოეთში, რომელიც გავრცელების მასშტაბით მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,021,407 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1,374,420 გამოჯანმრთელდა, 41,627 გარდაიცვალა.

მეოთხე ადგილზეა რუსეთი 871,894 დადასტურებული შემთხვევით, მათ შორის 676,357 გამოჯანმრთელებულია, 14,606 გარდაცვლილი.

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ჯანმომ 1-ელ აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 3 თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.