მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში ეპიდვითარება მძიმდება

არის თუ არა კორონავირუსი სეზონური
1600935777
COVID-19

24 სექტემბრის მონაცემების მიხედვით მსოფლიოში ეპიდვითარება კვლავ მძიმდება. ქვეყნები, რომლებმაც თავდაპირველად მოახერხეს ვირუსის შეკავება და ეპიდსიტუაციის დასტაბილურება, კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ხვალიდან, 25 სექტემბრიდან ისრაელში კვლავ 2 კვირიანი საყოველთაო კარანტინი იწყება.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი მარსელში ყველა ბარი და რესტორანი იხურება. აგრეთვე მოსალოდნელია შეზღუდვების დაწესების განახლება კანადასა და დიდ ბრიტანეთში.

რთული ვითარებაა ინდოეთში, სადაც დადასტურებულმა ინფექციების ოფიციალურმა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა, რაც მეორე მაჩვენებელია მსოფლიოში აშშ–ის შემდეგ.

ბრაზილიაში კი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ამჟამად 139 065 ადამიანია გარდაცვლილი.

ეპიდვითარება ასევე რთულდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთში 150 ადამიანი დაიღუპა, ხოლო თურქეთში კი 72 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის 31 303 926 დადასტურებული და 965 222 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.