COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები წინა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა

კორონავირუსის ლეტალური შემთხვევა
23:47 21.09
დაკოპირებულია

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები წინა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ 19-ის 172 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღეს კი, 253 796 იყო.

ინდოეთში ისევ მძიმე ეპიდვითარება რჩება, თუმცა ქვეყანაში წინა დღეებთან შედარებით მაჩვენებელი შემცირებულია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 71 961 შემთხვევა დადასტურდა, წინა დღეებში ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 90 ათასს აჭარბებდა. ინდოეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ჯამში იქ კოვიდ 19-ის 5 557 573 შემთხვევაა დადასტურებული.

პირველ ადგილს ისევ აშშ იკავებს, 7 025 605 დადასტურებული შემთხვევთ. გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 20 837 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი კლებაა ბრაზილიაში, რომელიც მესამე ადგილს იკავებს. ბრაზილიაში ბოლო 24 საათი კოვიდ 19-ის 2 521 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში დადასტურებულია 4 547 150 შემთხვევა.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა.

მიმდინარე წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

არჩევნები 2020

არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე უახლეს...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ჯამ...
01:30
„ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობ...
01:28
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით,...
00:52
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაცემებზე ი...
00:47
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

„ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდება“ - ვა...

ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში პოლიტიკურ პროგნ...
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ ჩემთან დარე...
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ...
ნანუკა ჟორჟოლიანი ეგზიტპოლზე: „იმედი“ კი...
ცესკოს შედეგები, მთავართან ყველაზე ახლოს იქნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრ...
ალეკო აღარ გვისმენს! - ნომერი გამორთულია...
პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აღარ გვისმენს, მისი ტ...