მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით 3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

პაციენტი პალატაში
1618555258
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 000 000 შეადგინა.

უკანასკნელი მონაცემებით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც ინფექციამ 578 993 ადამიანი იმსხვერპლა.

მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც გარდაცვალების 365 954 შემთხვევაა, ხოლო მესამეზე მექსიკაა - 211 213 ლეტალური შემთხვევით.

ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 139 710 707 ფაქტია დადასტურებული.

აქტიური შემთხვევაა 17 910 479, ხოლო მძიმეა 106 926 პაციენტის მდგომარეობა.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.