მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 000-ს გადააჭარბა

კორონავირუსი ეკვადორში
1591532234
COVID-19

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 400 000-ს გადააჭარბა და 402 683 შეადგინა.

პანდემია 214 ქვეყანაშია გავრცელებული, რომელთაგან ინფიცირების შემთხვევების რიცხვით პირველ სამეულში ამერიკა, ბრაზილია და რუსეთი შედიან.

რაც შეეხება გარდაცვალების ყველაზე მეტ შემთხვევას, ამერიკაში ეს რიცხვი 112 101-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 40 465-ით, ხოლო მესამე ადგილზეა ბრაზილია 36 044.

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კოვიდინფიცირების 7 007 698 შემთხვევაა დადასტურებული.