მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 2 მლნ-ს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 000 000-ს აღემატება
1586842258
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 2 000 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილია 119 000-ზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 447 948 ადამიანი.

ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ამერიკაა. აქ კორონავირუსის 587 155 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო დაღუპულია 23 644 ადამიანი.

ინფექცია მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.