მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 60 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსი ბრაზილიაში
1606281760
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 60 მილიონს გადააჭარბა და 60 105 740 შეადგინა. 

worldometers-ს სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან 41 553 773 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 414 868 კი, გარდაიცვალა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აშშ-ში ფიქსირდება, 12 955 007 დადასტურებული შემთხვევით.

ვირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც ჯამში 9 222 216 შემთხვევაა გამოვლენილი. მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს 6 121 449 დადასტურებული შემთხვევით.

👉ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესახებ განცხადება ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. ინფექციამ მსოფლიოს 216 ქვეყანა მოიცვა.

👉ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

💢 ზურაბ გურული: მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამას ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს

💢 კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე: დეკემბერ-იანვარი გადამწყვეტი იქნება

💢 იმნაძე: პიკის დასაწყისში ვართ და როგორ გადავიყვანოთ პლატოზე ამაზე ვსაუბრობთ