მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა 5 მლნ-ს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 5 მილიონ ადამიანზე მეტი ინფიცირდა, 2020 წ.
1589965383
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიიცრების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 5 მლნ-ს გადააჭარბა და 5 002 247 შეადგინა.

ინფიცირების რიცხვით ქვეყნების სამეულში კვლავ ამერიკა, რუსეთი და ესპანეთია. ხოლო ხუთეულში ასევე შედიან ბრაზილია და დიდი ბრიტანეთი.

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. გარდაცვლილია 325 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2 მლნ-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთმა ახალი ინფექციის დაფიქსირების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.