მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კოვიდინფიცირებისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 12 მლნ-ს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსისგან 12 მლნ-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
1596967299
COVID-19

კოვიდ-19-სგან განკურნებული 12 732 546 ადამიანი - ასეთია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა. მონაცემებს Worldometers ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ინფიცირებულია 19 მლნ-ზე მეტი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 9 აგვისტოს მდგომარეობით, 729 910-ს შეადგენს.

კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, ქვეყანაში 5 მლნ- ინფიცირებულია. მეორე პოზიციას ბრაზილია იკავებს. ბრაზილიაში ინფიცირებულ პირთა რიცხვი 3 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო მესამე ადგილზეა ინდოეთი- 2 მლნ კოვიდინფიცირებულით.

ცნობისთვის, კორონავირუსის აფეთქება თავდაპირველად ჩინეთის პროვინცია უჰანში 2019 წლის დეკემბერში დაიყწო. კოვიდინფექცია გამოწვეულია ვირუსის აქამდე უცნობი შტამით. 11 მარტს WHO-ს კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.