მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30 მლნ-ს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 000-ს გადააჭარბა.
1600317385
COVID-19

მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა. worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, 17 სექტემბრის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 30 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

ამავე მონაცემების მიხედვით, მზარდია ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობაც. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 945 092 პირი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 21 მლნ-ს აღემატება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ 19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.