მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 13 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსისგან 13 მლნ-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
1597157303
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 13 მილიონს გადააჭარბა და 13,228,557-ს მიაღწია.

worldometers.info-ს სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირების 20,309,019 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 740,194 გარდაცვლილია.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც 5,253,766 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ბრაზილია 3,057,470 დადასტურებული შემთხვევით. მძიმე ეპიდვითარებაა ინდოეთში, რომელიც მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,287,511 შემთხვევაა დადასტურებული, მეოთხე ადგილზეა რუსეთი, კოვიდინფიცირების 897,599 დადასტურებული შემთხვევით.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ჯანმომ 1-ელ აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 3 თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.