მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან 14 მლნ-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
1597428015
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა და 14,030,709-ს მიაღწია.

worldometers.info-ს სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირების 21,218,269 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 760,108 გარდაცვლილია.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით პირველ ადგილს ისევ აშშ იკავებს, 5,438,450 დადასტურებული შემთხვევით. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც კორონავირუსის 3,238,216 შემთხვევაა გამოვლენილი. მძიმე ეპიდვითარებაა ინდოეთში. ქვეყანაში კორონავირუსის 2,525,144 შემთხვევაა დადასტურებული. მეოთხე ადგილზეა რუსეთი, 912,823 დადასტურებული შემთხვევით.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის 1306 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1085 გამოჯანმრთელებულია, 17 გარდაცვლილი.