მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა 26 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებს

მთავრობის ადმინისტრაცის შენობა
1606304939
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ხვალ, 26 ნოემბერს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტიკარაძემ განაცხადა, კონსულტაციები გრძელდება და შეზღუდვებთან დაკავშირებით ორი ვერსია განიხილება.

„დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან. ორი ვერსია გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდება.

თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას და ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს. არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით მნიშვნელოვან შემცირებას, ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს როგორი იქნება შედეგი.

აქედან გამომდინარე გარკვეული პერიოდის შეფასების შემდეგ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ტიკარაძე: საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმების დამოკიდებულება შეიცვალა

🔴 ტიკარაძე: არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის