მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას“ - ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1614442925
COVID-19

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას.

„მდიდარმა ქვეყნებმა მისცეს თავს ფუფუნება, რომ ლამის ერთი წლით ადრე, წინასწარ შეესყიდათ ვაქცინების სერიოზული რაოდენობა,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების ნაკლებობაა.

„ხშირად ამბობენ, ღარიბმა ქვეყნებმა დაიწყეს ვაქცინაცია. დიახ, დღეს ვინ ახერხებს ვაქცინაციას? ძალიან მდიდარი ქვეყნები და ძალიან ღარიბი ქვეყნები, ვისაც საერთაშორისო თანამეგობრობა, კოვაქს პლატფორმა და ჯანმო აწვდის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ძალიან დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები არიან და არ აქვთ საშუალება ვაქცინა თვითონ შეიძინონ.

ცერცვაძის თქმით, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ე.წ. საშუალო შემოსავლის ქვეყნები, მათ შორის საქართველო.

„ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ე.წ. საშუალო შემოსავლის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ამავე დროს არც ისეთი შეუზღუდავი რესურსები აქვს, რომ ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შემოიტანონ ვაქცინა და ჩვენ არ ვართ მარტო ამ დღეში. დაახლოებით ჩვენი განვითარების დონის ყველა ქვეყანა ასეა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მოსახლეობაში და ცდილობენ, გააღიზიანონ ისინი, რომ საქართველოს ყველა მეზობელმა დაიწყო ვაქცინაცია.

„ისევ ჩვენი ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მოსახლეობაში და ცდილობენ, გააღიზიანონ ისინი, რომ ჩვენმა ყველა მეზობელმა დაიწყო ვაქცინაცია, ტყუილია. ვაქცინაცია დაიწყო თურქეთმა და აზერბაიჯანმა, მაგრამ ჩინური ვაქცინით, მას არ აქვს ჯანმოს აღიარება. სომხეთმა და რუსეთმა დაიწყეს რუსული ვაქცინით და ეს კიდევ უფრო მიუღებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოლდოვას და უკრაინას, რომლებიც ჩვენსავით ელოდებიან ევროპულ, ამერიკულ ვაქცინებს, ჯერ ვაქცინაცია არ დაუწყიათ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

„ექსპერტები ვვარაუდობთ, რომ არსებობს მესამე ტალღის საშიშროება“ - სერგო ჩიხლაძე

ირაკლი ღარიბაშვილი ვაქცინაციის თაობაზე ტედროს ადჰანომ გებრეისუს ესაუბრა