მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება

საქართველოში მოლები და ღია რესტორნები გაიხსნა, 1 ივნისი 2020 წელი
1603178485
COVID-19

თბილისის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მცხეთის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით. თბილისში რესტორნების ჩაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 15 ოქტომბერს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, თბილისსა და იმერეთში რესტორნების, აგრეთვე, გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

თბილისში კორონავირუსის 425 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 328 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა