მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნახევარი მილიონი ინფიცირებული - ეპიდვითარება უკრაინაში

უკრაინის დროშა
1605268867
COVID-19

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს  გადააჭარბა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, უკრაინაში ყოველდღიურად იზრდება როგორც ინფიცირებულთა, ასევე ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობაც. ქვეყანაში 200 000-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული საავადმყოფოებში და ასევე მათი ნაწილი პროტოკოლის შესაბამისად სახლშიც მკურნალობს.

უკრაინაში კოვიდინფექციით სულ გარდაცვლილია 9317 ადამიანი, ხოლო 233 ათასზე მეტმა კოვიდის დამარცხება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 53 მლნ-ს უახლოვდება. ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აშშ-ში ფიქსირდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 საბერძნეთში წაულების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა

🔴 საბერძნეთის ციხეში კორონავირუსი გავრცელდა, სადაც ქართველი პატიმრებიც იმყოფებიან