მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი თვითშეგნება“- პაატა იმნაძე

პირბადეები
1593514520
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსი რომ არ გავრცელდეს, მნიშვნელოვანია თვითშეზღუდვები.

„როდესაც საერთოდ არაფერი ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ ჩვენი უპირველესი რეკომენდაცია იყო, მაქსიმალურად შეგვეზღუდა ადამიანების მობილობა, რათა დაავადებისთვის არ მიგვეცა გავრცელების შანსი. მგონი, მოვახერხეთ ეს. არ გავრცელდა დაავადება ქვეყანაში. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ, სამწუხაროდ, მასში ჯერ კიდევ ბევრი ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა.

დღეს რჩება ერთი - ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი თვითშეგნება. თუ არ გვინდა, რომ ვირუსი ფართოდ იყოს გავრცელებული, დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ სამწუხაროდ ვირუსი ისევ გავრცელდება. კი, ამას ალბათ ნაკლები შეზრუდვები მოჰყვება, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არ იქნება, ათასობით ჩვენს მოქალაქეს ჰოსპიტალიზირება რომ მოუწიოს?“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.