COVID-19

ნანა გეგეჭკორი: გული არ დაგწყდეთ, ვისაც „რემდესივირზე“ ხელი არ მიგიწვდებათ 

ამერიკაშ მოღვაწე
ქართველი ექიმი
1606753422
დაკოპირებულია

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი აცხადებს, რომ „რემდესივირის“ გამოყენება სიკვდილიანობას არ ამცირებს, ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს სიმპტომატური დღეების რაოდენობას. 

„ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მაქვს მისი გამოჩენის პირველივე დღიდან. ჩემი ჰოსპიტალი იყო ნაწილი პირველივე კვლევისა რომელიც „რემდესივირზე“ დაიწყო.

ვერც ერთმა, აქამდე გამოქვეყნებულმა კვლევამ, ვერ დაადასტურა მისი გავლენა სიკვდილიანობაზე. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში „რემდესივირის“ გამოყენება არ ამცირებს სიკვდილიანობას. ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომატური დღეების რაოდენობას“,- აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.

მისი თქმით, როგორც ნებისმიერ პრეპარატს, მასაც აქვს გვერდითი მოვლენები.

„მცირე ნაწილში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა დოზაა იდეალური თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას. ზოგადად ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია, თუმცა კოვიდის მკურნალობაში მისი წვლილი ნადვილად არაა ფასის შესაბამისი.

ამერიკულ ჯანდაცვას აქვს ფუფუნება თუნდაც, ძალიან ძვირად ღირებული პრეპარატით შეუმსუბუქოს სიმპტომები ჰოსპიტალში მოხვედრილ ნებისმიერ პაციენტს. ნებისმიერ პაციენტს... რაც თანაბრად გულისხმობს არალეგალ, ღარიბ უცხოელსაც და ამერიკის მდიდარ მოქალაქესაც“, - აცხადებს ნანა გეგეჭკორი.

ექიმი მიიჩნევს, რომ საქართველოში „რემდესივირზე“ დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია.

მისი თქმით, იგივე ფასად ქვეყანას შეუძლია კოვიდთან ბრძოლაში ბევრად უფრო ეფექტური არაინვაზიური ვენტილაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა საკმარისი რაოდენობით.

„ვისაც „რემდესივირზე“ ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს. გადარჩენაა მთავარი თორემ სიმპტომებს ავიტანთ როგორმე...

14 ოქტომბერს სავარაუდოდ მეორედ გავხდი ავად კოვიდით. პირველად აპრილში ვიავადმყოფე. მაშინაც იგივე სიმპტომებით, ძალიან მსუბუქად გამოხატულით, მხოლოდ 3-4 დღით. იმ პერიოდში ჩემს ჰოსპიტალში არსებული პროტოკოლი თანამშრომლების ტესტირებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად მეც უარი მითხრეს ტესტირებაზე. ამდენად რთულია ზუსტად ვიცოდე ვიყავი თუ არა ავად ორჯერ, თუმცა ჩემი მეუღლის ავადმყოფობა იმავე პერიოდში ამაზე მიუთითებს. მისი ერთადერთი კონტაქტი მაშინ მე ვიყავი. ამჯერად საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ავად. ფილტვების ერთი მესამედი კოვიდ პნევმონიამ დამიზიანა. ასევე, აღმენიშნებოდა სერიოზული ნეიროტოქსიკურობა. ზუსტად 20 დღე გაგრძელდა მაღალი სიცხეები. ცხადია, მთელი სამსახური მადევნებდა თვალს, ავადმყოფობის პერიოდი სახლში გავატარე. ჩვენმა გამოცდილმა რეანიმატოლოგებმა მირჩიეს იმუნიტეტს მივნდობოდი. თუმცა აუცილებლად აღვნიშნავ, არ მივეკუთვნებოდი არანაირ რისკ ჯგუფს. ვარ სრულიად ჯანმრთელი, არამწეველი, ნორმალურზე დაბალი წონის, აქტიურად ნავარჯიშები. ცხადია, ამან განაპირობა ის, რომ ფილტვების ასეთი მძიმე დაზიანების პირობებშიც კი სუნთქვის უკმარისობა მინიმალურად მქონდა გამოხატული“,- აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.

როგორც ნანა გეგეჭკორი ამბობს, ავადმყოფობის პერიოდში მას არცერთი პრეპარატი არ მიუღია, გარდა სიცხის დამწევისა.

„მივსდევდი გზამკვლევს რომელიც თქვენთვის დავწერეთ მე და ზურამ. ის გზამკვლევი სწორედ მაშინ დავწერეთ როცა მე დაავადების პირველ ფაზაში ვიყავი და კუნთოვანი ტკივილისგან ბეჭდვაც კი მიჭირდა. ვისაც ახსოვს ჩემი მაშინდელი ლაივი, მიაქცევდა ყურადღებას, რომ გავწყვიტე და ზურას ნაწილი დროზე ადრე შემოვიდა, მერე ისევ გავაგრძელე დარჩენილ კითხვებზე პასუხი. საუბრისას სუნთქვა მიძნელდებოდა და ამიტომ დამჭირდა პაუზა.
მოკლედ, რატომ გიყვებით ამას, მე მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჰოსპიტალში და მემკურნალა „რემდესევირით“, სტეროიდით და ანტისხეულების კოქტეილით. მემკურნალა იგივე პროტოკოლით, როგორც უმკურნალეს ტრამპს. ამაზე უარი ვთქვი ჩვენი გამოცდილი ექიმების რჩევით. ჩემი გადაწყვეტილება ემყარებოდა აქამდე გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებსა და ამ წუთისთვის არსებულ მკურნალობის სტანდარტებს. ჩემთვის ავირჩიე მკურნალობის იგივე მეთოდი, რასაც დავუნიშნავდი ნებისმიერ პაციენტს იგივე მონაცემებით.

ჩემო ძვირფასებო, გული არ დაგწყდეთ ვისაც „რემდესევირზე“ ხელი არ მიგიწვდებათ. სწორი მოვლის პირობებში კოვიდ დაავადებულების აბსოლუტური უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება ძვირადღირებული მკურნალობის გარეშე. ამისათვის საჭიროა სწორად გაწვრთნილი და საკმარისი რაოდენობის მედპერსონალი შესაბამისი ეკიპირებით. ჯადოსნური წამლები ჯერ არ არსებობენ კოვიდ ისტორიაში.

სიმშვიდე, მეცნიერულად დადასტურებული ცოდნა და მოწესრიგებულად ექიმის რეკომენდაციების შესრულება არის საუკეთესო იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში“,- განაცხადა ნანა გეგეჭკორმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

💢 „რემდესივირი“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში გვექნება - ჯანდაცვის მინისტრი

💢 საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის არჩევა შეეძლება

💢 რა პროტოკოლით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს? - ამირან გამყრელიძის განმარტება

ჩინეთი

ჩინეთში კორონავირუსზე ტესტირება, უკანა ტ...

ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

1611757957

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, სკოლები ბრიტანეთში 8 მარტამდე ვერ გაიხსნება. ამის შესახებ  mirror.co.uk იუწყება. 

1611757142

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

1611755815

მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან ღამის კლუბებს, რესტორნებს, დისკოთეკებს, კარაოკეებს და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტებს მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ Meduza იუწყება. 

1611755101

ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, ესტონეთისა და სლოვენიის პირველი დიპლომატები, დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ, - ამის შესახებ  ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1611754272
ირაკლი კობახიძეს, ძალიან
დიდი ავტორიტეტი აქვს
ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაში

გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძეს, ძალიან დიდი...

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არა ერთი ვიცე-პრეზიდენტი არის. ჩვენ გვეამაყება ის გარემოება, რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ხელმეორედ იქნა არჩეული ამ ძალიან მნიშვნელოვან და პრესტიჟულ პოზიციაზე თუმცა, ეს პოზიცია პირდაპირ არ განაპირობებს იმ ვალდებულებას, რომ ვიცე-პრეზიდენტი უნდა წარუძღვეს კონკრეტულ სესიას. ეს ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სწორედ დღეს, ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს ისეთი მნიშვნელოვანი სესიის წაყვანა, რომელიც კოვიდ 19-ის გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ეხებოდა“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

საფლავები QR კოდით - სერვისი რომელიც თურ...

თურქეთში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, საფლავები რომლებზეც QR კოდია განთავსებული. ამის შესახებ „hurriyetdailynews“ წერს.

მამუკა მდინარაძე: გეამაყება, როდესაც ხედ...

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ევროსაბჭოს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ირაკლი კობახიძის გამოსვლას ეხმაურება. 

თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხ...

კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კონტრაქტორი მძღოლები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.