COVID-19

ნათია თურნავა: საზღვაო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია დავიწყეთ

საზღვაო სეტორში
დასაქმებულთა ვაქცინაცია
1627138830
დაკოპირებულია

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესტუმრა.

დღეს საზღვაო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი აიცრა, პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.

„დღეს დავიწყეთ საზღვაო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სფერო უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს. კოვიდის პერიოდი ისე გადავიტანეთ, რომ ჩვენი პორტები უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ფუნქციონირებდა და ამიერიდანაც ასე უნდა იყოს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საზღვაო სექტორის წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ როგორც მეზღვაურები, ისე პორტის თანამშრომლები და უმაღლესი საზღვაო სასწავლებლების პერსონალი. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უკვე არის მოთხოვნებიო სხვადასხვა გემთმფლობელებისგან, რომ ვაქცინირებულები იყვნენ გემზე დასაქმებულები.

„რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გახდეს შეფერხება ჩვენი მეზღვაურებისთვის. პირიქით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, ერთადერთი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ არსებითად შევამციროთ ვირუსით ინფიცირების ალბათობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანს, ვაქცინაციის მიუხედავად, მაინც შეხვდება ვირუსი, არის სერიოზული გართულებების მინიმალური საფრთხე. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ - მე თავად ვარ ვაქცინირებული, ჩემი ოჯახის წევრები არიან ვაქცინირებულები, რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს მასშტაბურ ჩაკეტვას, აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა და პანდემიასთან ასე ბრძოლა. მან მადლობა გადაუხადა საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მაღალი პასუხისმგებლობის და სწორი სამოქალაქო პოზიციის გამო.

„ერთადერთი მთავარი გზა არის ვაქცინაცია, რომელიც ამცირებს ეკონომიკის შეფერხების საფრთხესაც. აქედან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ ბათუმში, აჭარაში, ტურისტული სეზონი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს - ის რა თქმა უნდა, არ არის ბოლომდე სრულყოფილი, როგორიც იყო პანდემიამდე, მაგრამ პრინციპში არის ხალხმრავლობა, ბევრი ადამიანი ისვენებს.

ჩვენ ასეც გვინდა, რომ შემოსავალი არ დაეკარგოთ განსაკუთრებით მცირე სასტუმროებს, რესტორნებს, ზოგადად ტურისტულ სექტორს. ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043
ჯუანშერ ბურჭულაძე
ეროვნული თავდაცვის
აკადემიაში გაუმჯობესებულ
პირობებს გაეცნო

ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული თავდაცვის აკადემია...

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.