მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NCDC-ის რეკომენდაციები COVID 19-თან საბრძოლველად

საზოგადოებას მოუწოდებს
1600885582
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

NCDC-ის ვებ-გვერდზე განთავსებულია „საინფორმაციო ქარდები“, რომლის საშუალებითაც საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რათა შეჩერდეს კოვიდინფექციის ასეთი გავრცელება.

დახურულ სივრცეში ყოფნის დროს:

  • აუცილებელია ნიღბის ტარება
  • ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს
  • სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა

„დაბალი რისკი არ ნიშნავს, რომ დაავადების რისკები არ არსებობს“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, თუ ხართ 60 წლის და არ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება შესაძლოა, რომ კორონავირუსით მაინც დაინფიცირდეთ.

მარტივი პრევენციული წესები:

  • საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტსი გამოიყენეთ პირბადე
  • ხშირად დაიბანეთ ხელი ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით
  • ხველის ან ცემინებისას აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი
  • მოერიდეთ თვალებზე, ცხვირსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას
  • შეზღუდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა
  • მოერიდეთ ავადმყოფ პირებთან მჭიდრო კონტაქტს
  • გაწმინდეთ ხშირად შეხებადი საგნები და ზედაპირი

ინფორმაციისთვის, დღეს, 23 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 227 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.