მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NCDC: ვაქცინაციის შემდეგ 101 შემთხვევაში სერიოზული გართულება დაფიქსირდა

სავალდებულო ვაქცინაცია მოსკოვში
1627028108
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გართულება 670 შემთხვევაში გამოვლინდა, რომელთაგან 101 სერიოზული იყო.

„15 ივლისის მდგომარეობით, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა სულ განიხილა 56 შემთხვევა მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, საიდანაც 32 - იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია. ხოლო 18 - 16 არათავსებადი.

5 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც გაურკვეველი. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

გლობალურად, გამოქვეყნებულ ანგარიშებში აღნიშნულია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა). სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვაქცინაციიდან სამ დღეში იკლებს, ხოლო სტატისტიკურად გამოვლენა უფრო ხშირია მეორე დოზის გაკეთების შემდეგ, რაც მიუთითებს ბუნებრივ იმუნურ რეაქციაზე.

საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან 15 ივლისამდე, ადმინისტრირებული დოზების საერთო რაოდენობაში (334 133) იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა (იშგამ-ი) აღირიცხა 0.2%-ში.

იმუნიზაციის შემდგომი გართულებებით მიმდინარე შემთხვევათა გამოვლენა უმეტესად ხანდაზმულ მოსახლეობაშია.

670 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 101 შემთხვევა (ჯამურად ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობის 0,03 %), აქედან 90 პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული: 25-მა გაიარა სტაციონარული მკურნალობა, ხოლო 65-მა - ამბულატორიული“, - ნათქვამია NCDC-ის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ NCDC -ის ანგარიში იმუნიზაციის შესახებ 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გადაეცემა თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზში? - კვლევა

👉 ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?

„👉 საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“ - ივანე ჩხაიძე