მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI: გამოკითხული მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლოგო
1611565730
COVID-19

NDI-ის საზოგადოების განწყობის უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ამავე კვლევის თანახმად, 32% ამბობს, რომ „ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“, ხოლო 22% ამბობს, რომ „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.

კითხვაზე - „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“ 45% პასუხობს, რომ დიახ, 42% ამბობს, რომ არა, ხოლო 12% აცხადებს, რომ არ იცის.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე.

👉 ინფორმაციისთვის, NDI-ის მიერ მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“ - NDI კორონავირუსის მიმართ მოსახლეობის მოლოდინებს აღწერს