მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ბერძული: მთავრობა მუშაობს ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით

კორონავრიუსზე ვაქცინაცია ისრაელში
1608548561
COVID-19

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც შეეხებოდა, როგორც კოვიდს, ასევე გრძელვადიან გეგმებს და იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია, რომ გატარდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით“,- ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ბერძულმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და WHO-ის ევროპის რეგიონულ დირექტორის ჰანს კლუგეს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე არის რამდენიმე ვაქცინა, რომელიც მალე ალბათ გადაუდებელი მოხმარებისთვის იქნება ავტორიზებული, თუმცა მნიშვნელოვანია სისტემის მომზადება იმისთვის, რომ ვაქცინაციის წარმატებულად წარმართვა მოხდეს.

ვიცით, რომ ამისთვის, საქართველო, მთავრობა მუშაობს ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი, რა თქმა უნდა, ჩართულია ამ გეგმის შემუშავების ნაწილში“,- განაცხადა ნინო ბერძულმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 11 მარტს დაფიქსირდა.

COVID 19-ის სამკურნალოდ ვაქცინა უკვე შექმნილია და სხვადასხვა ქვეყანამ დაიწყო მისი გამოყენება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ჰანს კლუგე: წინასაახალწლო პერიოდში დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს