მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი
1603092469
COVID-19

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ნინო წილოსანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაციას წილოსანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა. ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.

მიუხედავად იმისა რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია რომ ძალიან ვერაგი ვირუსია.

კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, - წერს წილოსანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა.