მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოდარ მაღლაფერიძე: ამ ეტაპზე, კლინიკაში 60 კოვიდდადებითი მკურნალობს

კორონა ვირუსი
1600591542
COVID-19

იმერეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 პირი კი გამოჯანმრთელდა.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ისევ აჭარას უკავშირდება.

„19 ახალი დადასტრურებული შემთხვევაა დღეს ქუთაისში. 5 ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს, ასევე 5 პაციენტი გვყავს გამოჯანმრთელებული.

ამ ეტაპზე, კლინიკაში 60 კოვიდდადებითი მკურნალობს. ახალი შემთხვევები ძირითადად აჭარას უკავშირდება",-განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურში 60 კოვიდდადებითი, ხოლო კლინიკა „ბომონდში" 79 პაციენტი გადის მკურნალობას.

შეგახსენებთ, საქართველოში ჯამში 3 502 ინფიცირების შემთხვევაა.