მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NYT-ის ანგარიში ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ყალბია - ინდოეთის მთავრობა

ინდოეთი, პანდემია, კორონავირუსი, პირბადე
1622146529
COVID-19

27 მაისს ინდოეთის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობასთან დაკავშირებით New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში უარყო და მას „აბსოლუტურად უსაფუძვლო და ყალბი“ უწოდა. ინდოეთის ჯანდაცვის კავშირში განაცხადეს, რომ ანგარიშში არ იყო მტკიცებულებები და ის გამოთქმულ ვარაუდებზე იყო დაფუძნებული. ამის შესახებ ინფორმაციას indiatvnews.com საინფორმაციო სააგენტო RTI-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

New York Times-მა 26 მაისს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ Covid 19-ით გარდაცვლილთა სავარაუდო რიცხვი ექსპერტებთან კონსულტაციისა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ანალიზის შემდეგ დადგინდა.

„NYT-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 6000 000 ადამიანი - კონსერვატიული სცენარით, 1,6 მილიონი სიკვდილიანობა ფიქსირდება - სავარაუდო სცენარით, ხოლო, 4, 2 მილიონი კოვიდგარდაცვალება - უფრო ცუდი სცენარით,“ - წერს thehindu.com.

27 მაისს, ინდოეთის ხელისუფლებამ უარყო NYT-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ინდოეთში Covid 19-ით გარდაცვლილთა შესახებ და მას „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა. ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ანგარიშში მტკიცებულებები არ არის.

ინდოეთის ჯანდაცვის წარმომადგენლების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ანგარიში აბსოლუტურად ყალბია, „ვარაუდებზეა დაფუძნებული“ და „შეფასებები დამახინჯებულია“.

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლავ აგარვალმა ანგარიში დაიწუნა და განაცხადა:

„გავრცელებული ანგარიში აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი და არგუმენტებს მოკლებულია. კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევები არ დაგვიმალავს, რადგან თავიდანვე ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევა და, აგრეთვე, კორონავირუსით გარდაცვალება გამჭვირვალე ყოფილიყო. ეს, ასევე, აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ინფიცირების საერთო მაჩვენებლის დადგენა და პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ზომების მიღება“, - აღნიშნა ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„შეფასება გაკეთდა სპონტანურად, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე. ნებისმიერ ქვეყანაში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევები გაცილებით მაღალია“, - აღნიშნა ექიმმა პოლმა.

მისი თქმით, ანალიზში პრობლემა წარმოიქმნება, „როდესაც გარკვეული რიცხვი წარმოდგენილია როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელი“.

„თუკი ჩვენ მიერ ჩატარებულ სეროლოგიურ კვლევებს დავეყრდნობით, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,05%-ია, ფაქტობრივი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1%. ანგარიშში აღნიშნულია 0,3% - 6-ჯერ. რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება?“ -აცხადებს ექიმი პოლი.

„ეს მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს. ინფიცირების მაჩვენებლის დასადგენად მათ გამოიყენეს მხოლოდ იანვრის მონაცემები. ეს ანგარიში არ უნდა გამოქვეყნებულიყო ასეთ პრესტიჟულ გამოცემაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლებს საკმაოდ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩვენს სისტემაში, რომელმაც დროის გამოცდილებას გაუძლო“, - განაცხადა ექიმმა პოლმა და დასძინა, რომ შესაძლოა, სიკვდილიანობის შემთხვევები იქ, სადაც კორონავირუსის ტესტი არ ჩატარებულა, ნამდვილად იყო, მაგრამ „მოულოდნელად, უსაფუძვლოდ და უბრალოდ, ვარაუდებზე დამყარებული ანგარიში უსამართლოა და ჩვენ მას არ მივიღებთ“.

ცნობისთვის, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 20 დღის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. ამასთან, 24 შტატში Covid 19-ის აქტიურმა შემთხვევებმა გასულ კვირას იკლო.

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 27 369 093-მდე გაიზარდა. დღიურად კი ქვეყანაში კოვიდინფექციის 211 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 90%-მდე გაიზარდა.

კოვიდგარდაცვლილთა რაოდენობამ ინდოეთში სულ 315 235 შეადგინა. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 3 847 ადამიანი ემსხვერპლა.