მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

არის თუ არა კორონავირუსი სეზონური
1597302087
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით 40 პაციენტი მკურნალობს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუშინ, 12 აგვისტოს Covid 19-ის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში 40 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 6 ბავშვია. სამი ინფიცირებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ამავე ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 155 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი, გარდაიცვალა.