მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 56 ადამიანს დაუდასტურდა

კორონა ვირუსაა
1600703682
COVID-19

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი კორონავირუსი კიდევ 56 პირს დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობასი 173 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 99 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ, ოკუპირებულ რეგიონში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 995 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 285 გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.