მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ლენჯერი, კორონა
1603908109
COVID-19

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

არსებული ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ტესტი 458 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 106 კი დადებითი აღმოჩნდა.

„დღეის, 28 ოქტომბრის მონაცემებით, გუდაუთის ცენტრალურ რეგიონალურ საავადმყოფოში 137 ადამიანი სტაციონარულ მკურნალობაში იმყოფება, მათგან 118-ს აქვს დადასტურებული COVID 19-ის დიაგნოზი. 26 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 40 პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობა საშუალოა, ხოლო 9 პაციენტი გაწერეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔴ცნობისთვის, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 4 058, აქედან 36 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 071 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

🔊 COVID-19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.