მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გუდაუთას საავადმყოფო
1603658467
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას Sputnik Abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფექციას ბოლო 24 საათში კიდევ 2 ადამიანი ემსხვეროლა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3739-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 1462 პირი, ხოლო საერთო ჯამში გარდაცვლილია 35 პაციენტი.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე სულ გამოვლენილია კოვიდვირუსით ინფიცირების 28 431 შემთხვევა.