მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთის ეკონომიკური ზარალი
1600443244
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 187 ადამიანს, აქედან 43 პირს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 80 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 8 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.