მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონა ვირუსაა
1602693653
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

„აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 134 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან 49 კი დადებითი აღმოჩნდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამურად კოვიდინფიცირების 2 479 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 1 100 ადამიანი განიკურნა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 168 ადამიანი იმყოფება, მათგან 147-ს დადასტურებული აქვს ვირუსი, 18 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 25 პაციენტი საშუალო სიმძიმისაა. მათივე ცნობით 13-მა ადამიანმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.