მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მე-3 შემთხვევა დადასტურდა

კორონა ვირუსისი დადასტურებული შემთხვევა
1586617728
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მე-3 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის სპეციალურმა შტაბმა გაავრცელა.

ახალი ინფიცირებული გაგრის მკვიდრია. მას კონტაქტი ჰქონდა პირველ ორ ინფიცირებულთან.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება ხუთმა ადამიანმა გაიარა. ოთხ მათგანს უარყოფითი შედეგი აქვს. კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხი აღმოჩნდა ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევაში, რომელსაც ჰქონდა კონტაქტი პირველ ორ ინფიცირებულთან", - ნათქვამია მოხსენებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქისრდა.