მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხევების რიცხვი 155-მდე გაიზარდა

ინფექცია 2020
1597265487
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 155-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვირუსთან ბრძოლის ე.წ. საგანგებო შტაბი ავრცელებს.

„გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებაზე ტესტირება 131 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან COVID-19-ის დიაგნოზი 7 შემთხვევაში დადასტურდა“, - ნათქვამია ე.წ. საგანგებო შტაბის მოხსენებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში კორონავირუსისგან 51 პაციენტია განკურნებული, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი.