მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეტში კორონავიურსის შემთხვევბი გაიზარდა
1590224908
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 28 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-ის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აფხაზური მედია წერს, რომ სამივე რუსეთის სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია და ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. ინფიცირებულები გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ამ დროის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში Covid დადებითი 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცალა.