მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გუდაუთას საავადმყოფო
1609785116
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19-ზე ჩატარებული 470 ტესტიდან კორონავირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 81 ადამიანი იმყოფება, მათგან 73-ს აქვს COVID 19-ის დიაგნოზი. 22 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 10 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 9182-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 7 027, 129 კი გარდაცვლილია.