მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გუდაუთას საავადმყოფო
1600101741
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია კიდევ 18 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14 სექტემბრის მდგომარეობით, ოკუპირებულ რეგიონში, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით 62 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო დანარჩენი საშუალო სიმძიმის პაციენტებს მიეკუთვნებიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 674-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 168, ხოლო გარდაცვლილია 6 პაციენტი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს, 14 სექტემბერს კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფექცია 165 ადამიანს დაუდგინდა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.