მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

შენობის ფოტო
1596689985
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდინფექციის დიაგნოზით 37 პაციენტია მოთავსებული.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება 105 მოქალაქეს ჩაუტარდა, აქედან კი ვირუსი მხოლოდ 2 დაუდასტურდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6 აგვისტოს მდგომარეობით 109-მდე გაიზარდა, 37 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 პაციენტი გარდაიცვალა.