მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გუდაუთას საავადმყოფო
1600791788
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 22 სექტემბრის მდგომარეობით, 1054-ს შეადგენს.

ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფექციას სულ 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსის დამარცხება 311-მა პაციენტმა შეძლო.

გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდდადებითი 98 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში, ხოლო დანარჩენები შედარებით მსუბუქ პაციენტებს განეკუთვნებიან.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს, 22 სექტემბერს კოვიდინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ყველაზე მეტი აჭარაში გამოვლინდა.