მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ საბერიოში კორონავირუსი კიდევ 5 პირს დაუდგინდა

ლენჯერი, კორონა
1600071175
COVID-19

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ე.წ. საბერიოს კლასტერის 29 წევრიდან ინფექცია 5 პირს დაუდასტურდა. სულ ამავე კლასტერის 53 წევრია კოვიდდადასტურებული.

ახალი ინფიცირებული გამოვლინდა ფოთშიც. ახალგაზრდა მამაკაცს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. ეპიდემილოგები მის კონტაქტებს სწავლობენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 14 სექტემბერს კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.