ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოყვანილ ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოყვანილ 9 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა.
ჩვილი, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მშობლებმა ენგურის ხიდის გავლით ჩამოიყვანეს და ისინი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.
დღეს, გალში კორონავირუსი კიდევ 7 პირს დაუდასტურდა და ისინიც საქართველოში გადმოჰყავთ.